უკან

ოკუპაციური თერაპია ბინაზე გამოძახებით


ოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური უნარები, გამოიმუშონ საჭირო ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ დამოუკიდებლად ცხოვრებაში. ოკუპაციური თერაპევტის მიზანია ხელი შეუწყოს პიროვნებას, საკუთარი მდგომარეობიდან გამომდნარე, მიაღწიოს ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს, გახდეს დამოუკიდებელი  ყველა სფეროში და გაზარდოს ცხოვრების ხარისხი. 

ოკუპაციური თერაპევტისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმის დადგენაა, თუ რისი გაკეთება უჭირს ადამიანს გარკვეული შეძენილი თუ თანდაყოლილი მდგომარეობის გამო. ზრდასრულთა შემთხვევაში ეს შესაძლოა იყოს ინსულტი, თავის ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანება, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები და სხვა. 

ჯეო მედის დახმარებით უკვე შესაძლებელია ოკუპაციური თერაპევტის ბინაზე გამოძახება. აღნიშნული მომსახურება მოიცავს: 

  • რეკომენდაციებ ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებთან დაკავშირებით, როგორებიცაა კვება, ჩაცა, პირადი ჰიგიენა და სხვა) 

  • ყოველდღიური რუტინის დაგეგმვა და მასში პაციენტის მაქსიმალურ ჩართულობა 

  • გარემოს მორგებას პაციენტის შესაძლებლობებზე. 

  • მეხსიერების, კონცენტრაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას. 

ეს ყველაფერი ის არის, რაზეც ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ სხვადასხვა დამხმარე ტექნოლოგიის, სპეციალური ტექნიკისა და სავარჯიშოების გამოყენებით. 

პაციენტისთვის არსებული თუ პოტენციური შესაძლებლობების რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესში, ეს ზრდის მის ეფექტურობას, რადგან ის მოქმედებს, მის განწყობაზე, მოტივაციაზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. 


გაზიარება

უახლესი

3/30/2025

პრესო თერაპია – ეფექტური რეაბილიტაციის ნაწილი!

ქვედა კიდურების პრესო თერაპია არის თანამედროვე ლიმფოდრენაჟული ტექნიკა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სწ...

მეტის წაკითხვა
3/30/2025

სარეაბილიტაციო ხელთათმანი ინსულტისა და ტრავმების შემდგომ

სარეაბილიტაციო რობოტი-ხელთათმანი არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია ხელის მოძრაობის აღსად...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025